ურთიერთთანამშრომლობის მეომორანდუმი

2020 წლის 31 ივლისს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლასა და შავი ზღვის საერთაშორისო, პროფესიულ კოლეჯ „გოლდენ სიის“ შორის .
ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა ერთ-ერთი პირველი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა აჭარაში, რომელმაც გამოთქვა სურვილი პროფესიულ კოლეჯ „გოლდენ სიი“-სთან თანამშრომლობით მისცეს თავის მოსწავლეებს და დაინტერესებულ პირებს პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობა.
მემორანდუმის გაფორმების პროცესს ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კაბინეტის უფროსი ასლან ლორთქიფანიძე, აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საინფორმაციო ცენტრის – DCFTA ექსპერტი ეკატერინე თარგამაძე , სასტუმრო “გრანდ გლორიას“ გენერალური დირექტორი მურათ თანსუ, ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის პედაგოგები და კოლეჯ „გოლდენ სიი“-ის წარმომადგებლები.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის დირექტორმა დეკანოზმა იაკობ ბენიძემ და კოლეჯ „გოლდენ სიი“-ის დირექტორმა ლეილა გოგიტიძემ.
მეტი სიახლისათვის გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდები:
ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/GoldenSea444?mibextid=LQQJ4d
ინსტაგრამ გვერდი: https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fwww.instagram.com%2F_u%2Fstudyatgoldensea%3Ffbclid%3DIwAR1PIJ8cuUf6uS57OqjYtqgB5ZwAtrNNdOKfIOB83iQLiCWDC1Y2LmI9lJk&h=AT2UtqjuD6X4b-bZ4AlJQF3HqgUep0Ev5luMJDKXM8sgfiHAS1JRaOTjyxHtFCDRw6zVjNWG9hwaP-VrxI1RTjbTn7RI60anjZvoKUFFGkO4htZ40wpkpiO1HM6OW1P6Ezun9U5mey_WcYBy

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *