გიდი

დღეს,3 ივლისს,საერთაშორისო კოლეჯ ,,გოლდენ სიი-ს” დირექტორი ქალბატონი ლეილა გოგიტიძე შეხვდა გიდების სპეციალობის სტუდენტებს და დისკუსიის რეჟიმში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა. ხვალ,4 ივლისს,შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯი ,,გოლდენ სიი” იწყებს ქართულენოვანი,ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი გიდების გადამზადების მოკლევადიან კურსს დასაქმების პერსპექტივით. სასწავლო ტრენინგ-პროცესს უხელმძღვანელებს გამოცდილი ექსკურსიამძღოლი-ტრენერი ქალბატონი ლალი ჩაგანავა.

 

 

კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი! დღეს, 4 ივლისს, სწავლა დაიწყო ქართულენოვანი,ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი გიდების ჯგუფმა.ტრეინინგი დაიწყო ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესწავლით . სწავლის პროცესის მსვლელობის დროს სტუდენდებს საშუალება მიეცათ შეხვედროდნენ უცხოელ ინგლისურენოვან ტურისტებს და აქტიურად ჩართულიყვნენ მათთან საუბარში. ტურის დასრულების შემდეგ გიდების გჯუფის სტუდენტებს მასპინძლობა გაუწია სასტუმრო პიაცაზე განთავსებულმა რესტორანმა “მიმინომ ” . კერძები მოამზადა შეფ-მზარეულმა ლევან გოგიტიძემ და შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ “გოლდენ სიი-ს” მზარეულის სპეციალობის სტუდენტებმა, რომლებიც დღემდე დუალურ სწავლებას გადიან სასტუმრო პიაცაზე.

 

 

შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ” გოლდენ სიის”სტუდენტები, პირველ ინგლისურენოვან ტურისტურ ექაკურსიას ატარებენ ბოტანიკურ ბაღში-გიორგი თავაძე და ანა პაიჭაძე.

 

 

დუალური სწავლების უნიკალურობაზე სწორედ მოდელის შედეგი მეტყველებს.სულ რაღაც ორი დღის წინ დაწყებულმა გიდების გადამზადების პროექტმა დასახულ მიზანს მიაღწია. დღეს შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ ,,გოლდენ სიი-ს” გიდის სპეციალობის სტუდენტმა საბა კახიძემ ინგლისურ ენაზე ქალაქის ტური ჩაუტარა უცხოელ ტურისტებს. ვუსურვებთ წარმატებას და უმოკლეს დროში ველოდებით გიდების ჯგუფიდან ახალ ინიციატორს,რომელიც საბას მსგავსად გაბედულად გადადგამს პირველ ნაბიჯს სამომავლო პროფესიული აღმავლობის გზაზე.