გიდი

✅დასაქმების სააგენტოს პროგრამის ,,პროფესიული მომზადბა/გადამზადების’’ ფარგლებში 7 ადამიანი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის და რელიგიური ტურიზმის გიდის პროფესიას ეუფლება. პროგრამით მოსარგებლეებს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე პროფესიონალი პედაგოგები უზიარებენ ცოდნას.
✅პროფესიული მომზადების სასწავლო კურსი მოიცავს სამ კომპონენტს: სწავლება პროფესიულ უნარებში (თეორიული და პრაქტიკული კურსი), უცხო ენების (რუსული, ინგლისური, თურქული არჩევით) შესწავლა და საწარმოო პრაქტიკის მიღება
.
✅საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის და რელიგიური ტურიზმის გიდის პროფესიის გარდა კიდევ 73 სამუშაოს მაძიებელი ბართენდერის, სასტუმრო მომსახურების, სარესტორნო მომსახურების, კულინარიული ხელოვნების,ამწის მემანქანის, ელექტროობის, შემდუღებელისა და მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორის სპეციალობებში გადის სწავლებას.
✅2016-2018 წლების მონაცემებით, სააგენტოს პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამით 709-მა ადამიანმა ისარგებლა, მათ შორის, პროექტის დასრულებისთანავე 2016 წელს 57 % დასაქმდა ; 2017 წელს – 62 %; ხოლო – 2018 წელს – 79 %.
მეტი სიახლისათვის გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდები:
ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/GoldenSea444?mibextid=LQQJ4d
ინსტაგრამ გვერდი: https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fwww.instagram.com%2F_u%2Fstudyatgoldensea%3Ffbclid%3DIwAR1PIJ8cuUf6uS57OqjYtqgB5ZwAtrNNdOKfIOB83iQLiCWDC1Y2LmI9lJk&h=AT2UtqjuD6X4b-bZ4AlJQF3HqgUep0Ev5luMJDKXM8sgfiHAS1JRaOTjyxHtFCDRw6zVjNWG9hwaP-VrxI1RTjbTn7RI60anjZvoKUFFGkO4htZ40wpkpiO1HM6OW1P6Ezun9U5mey_WcYBy

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *