დასაქმების სააგენტო და “გოლდენ სიი”

2019 წლის 12-14 დეკემბერს, პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ კარპაჩში, გაიმართა მე-4 ინდუსტრიული ფორუმი. პანელში „კულტურული ინდუსტრიის როლი რეგიონის განვითარებაში“ მოხსენება თემაზე „არაფორმარული დუალური განათლების როლი წარმოების განვითარებაში“ წარადგინა შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „გოლდენ სიი“ -ს დირექტორმა, აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთო კრების ქალაქ ბათუმის დელეგატმა ლეილა გოგიტიძემ; მოხსენებაში ძირითადი აქცენტები გაკეთდა აჭარის რეგიონში მომუშავე როგორც კერძო ისე სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლების ფორმალური და არაფორმალური დუალური განათლების როლზე ეკონომიკის განვითარებაში;
ლეილა გოგიტიძემ თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ კულტურული ინდუსტრიის ერთერთი შემადგენელი ნაწილია ეფექტური ლოჯისტიკური ბიზნეს საქმიანობა, რომლის მაგალითადაც მოიყვანა კომპანია „ MSZ GEORGIA” -ს მუშაობა;
სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვების სფეროში მომუშავე კომპანია „ MSZ GEORGIA” აჭარის რეგიონში პორველი ლოჯისტიკური ბიზნეს სუბიექტია, რომელმაც კოლეჯ „გოლდენ სიი“-სთან პარტნიორობით არაფორმალური დუალური განათლების განხორციელების პროცესი დაიწყო შესაბამის სპეციალობებში და შესაბამისად, გადამზადებული კადრები დასაქმდებიან კომპანიაში; პანელში „როგორ გავზარდოთ ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა“ მოხსენება თემაზე „აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი“ წარადგინა აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავჯდომარის მოადგილე ასლან ლორთქიფანიძემ. მან მოხსენებაში ძირითადი აქცენტები გააკეთა გონიოს, გომარდულისა და გოდერძის საინვესტიციო მიმზიდველობაზე; ფორუმის მიზანი იყო ევროპულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება. მონაწილეობას ღებულობდნენ სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ბიზნეს სექტორის, ადგილობრივი თვითმართველობების და საექსპერტო ჯგუფების წარმომადგენლები; ფორუმის ფარგლებში პოლონეთ-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ სტანისლავ რაზნიევსკმა და საქართველოს საპატიო კონსულმა ქალაქ ვროცლავში ვოიჩეხ ვრუბელმა ხელი მოეწერეს ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს; მემორანდუმის ხელმოწერის პროცესს ესწრებოდენ: პოლონეთის რესპუბლიკის ქვედა სილეზიის მარშალი ცეზარ ფშიბილსკი, საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი პოლონეთის რესბუბლიკაში ილია დარჩიაშვილი, აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ასლან ლორთქიფანიძე „გოლდენ სიი“-ს დირექტორი ლეილა გოგიტიძე, პროფესიულ კოლეჯ „ბლექსი“-ის დირექტორი გიორგი გოგიტიძე.
მეტი სიახლისათვის გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდები:
ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/GoldenSea444?mibextid=LQQJ4d
ინსტაგრამ გვერდი: https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fwww.instagram.com%2F_u%2Fstudyatgoldensea%3Ffbclid%3DIwAR1PIJ8cuUf6uS57OqjYtqgB5ZwAtrNNdOKfIOB83iQLiCWDC1Y2LmI9lJk&h=AT2UtqjuD6X4b-bZ4AlJQF3HqgUep0Ev5luMJDKXM8sgfiHAS1JRaOTjyxHtFCDRw6zVjNWG9hwaP-VrxI1RTjbTn7RI60anjZvoKUFFGkO4htZ40wpkpiO1HM6OW1P6Ezun9U5mey_WcYBy

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *