“მოსწავლეთა მომზადება-გადამზადება-დასაქმება“

დასაქმების პროგრამა
ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო!
შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯი „გოლდენ სიი“ შპს „წმ. ანდრია პირველწოდებულის სკოლასთან“ ურთიერთთანამშრომლობით იწყებს პროექტს: “მოსწავლეთა მომზადება-გადამზადება-დასაქმება“.
პროექტის ფარგლებში X-XII კლასის მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, პროფესიულ პროგრამებზე მოკლევადიანი სასწავლო კურსი გაიარონ შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „გოლდენ სიი“- ში დუალური სწავლების პრინციპით.
განათლების რეფორმის ჭრილში მოიაზრება ისიც, რომ სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობით ამოქმედდეს გადამზადების კურსები და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა შეძლონ სერტიფიკატების მიღება. ეს ყველაფერი მათ დაეხმარებათ უფრო მეტად იყვნენ მომზადებულები მომავალი პროფესიის არჩევისას.
მომავალში სკოლა ტექნიკურად იქნება აღჭურვილი იმისთვის, რომ პროფესიული კურსები განხორციელდეს სკოლის ბაზაზეც.
პროფესიული დუალური განათლება, როგორც მისი სახელი მიუთითებს, ორ მთავარ ადგილზე მიმდინარეობს, ერთი ადგილია პროფესიული საგანმათლებლო დაწესებულება, სადაც სტუდენტი პროფესიისათვის აუცილებელ თეორიულ ცოდნას იღებს, ხოლო მეორე ადგილია კომპანია/საწარმო, სადაც სტუდენტი პროფესიის დაუფლებისათვის საჭირო უნარებს ივითარებს.
გერმანიაში, რომელიც დუალური პროფესიული განათლების სამშობლოდ ითვლება, საშუალოდ პროფესიული განათლების 40 % ხორციელდება სასწავლებელში, ხოლო 60 % კომპანიაში. ამგვარად პროფესიული დუალური განათლების ერთერთი მთავარი პრინციპი არის პრაქტიკაზე, კეთებაზე ორიენტირებულობა. თუმცა დუალური პროფესიული განათლება კიდევ უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება.
ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ, გახდნენ რომელიმე სფეროს პროფესიონალები და, იმავდროულად, იცოდნენ ხელობა. ისინი შეძლებენ ორი სფეროს ერთმანეთთან სასარგებლოდ ინტეგრირებას.
დუალური განათლების მხარდამჭერ კერძო კომპანიებს, თავის მხრივ, მიეცემათ საშუალება, უფრო მეტი ახალგაზრდა პროფესიონალი იპოვონ და დაიქირაონ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დუალური სწავლება თანამდროვე, გერმანული (ევროპული) მოდელია, რომელიც იძლევა საუკეთესო საშუალებას, რომ ადამიანმა გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და მიდრეკილებები, აღმოაჩინოს საკუთარი ნიჭი ამა თუ იმ სფეროში, არა ჩაკეტილ „საკლასო ოთახებში“, არამედ თავისუფალ სივრცეში,რომელშიც შემდგომში მიეცემა მრავალმხრივი ნიჭის რეალიზების საშუალება.
მსგავსი მიდგომა საუკეთესო შედეგის მომტანია მხარისათვის- დამსაქმებლისა და დაინტერესებულისათვის.
პროექტის დადებით მხარედ უნდა ჩაითვალოს ის, რომ მსგავსი სასწავლო პროცესი დროის ეკონომიას უზრუნველყოფს. დღევანდელ, დინამიური ცვლილებების სამყაროში დროის ფაქტორი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ამ მხრივ, ჩვენი მოდელის, არაფორმალური დუალური სისტემის პრივილეგია, იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეებს თეორიული სწავლების მიღების საშუალება ადგილზევე ეძლევათ.
მოსწავლეები შეიძლება განთავსდნენ სასწავლებლად და პარალელურ რეჟიმში სამუშაოდ მსხვილ კომპანიებში.
პროგრამის პრეზენტაცია შედგება, ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის სააქტო დარბაზში 2019 წლის 11 ივნისს, 14:30 სთ-ზე.
გთხოვთ, მობრძანდით!
მეტი სიახლისათვის გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდები:
ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/GoldenSea444?mibextid=LQQJ4d
ინსტაგრამ გვერდი: https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fwww.instagram.com%2F_u%2Fstudyatgoldensea%3Ffbclid%3DIwAR1PIJ8cuUf6uS57OqjYtqgB5ZwAtrNNdOKfIOB83iQLiCWDC1Y2LmI9lJk&h=AT2UtqjuD6X4b-bZ4AlJQF3HqgUep0Ev5luMJDKXM8sgfiHAS1JRaOTjyxHtFCDRw6zVjNWG9hwaP-VrxI1RTjbTn7RI60anjZvoKUFFGkO4htZ40wpkpiO1HM6OW1P6Ezun9U5mey_WcYBy

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *