შეხვედრა სავაჭრო-სამრეწველო პალატაში

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, თბილისში, სასტუმრო „შერატონში“, საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის ფარგლებში, პროფესიული განათლების შესახებ შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა. შეხვედრას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრები, კერძო სექტორის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ზრდასრულთა განათლების სისტემის დანერგვის საკითხი, ასევე ისაუბრეს პალატის როლზე პროფესიული განათლების განვითარების კუთხით. საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ზრდასრულებისათვის მოკლევადიანი გადამზადების პროგრამებს იწყებს, რომლის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარია.
საინფორმაციო შეხვედრას 100-მდე კომპანიისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირი დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში, მათ საშუალება ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიეღოთ ინფორმაცია, მათთვის საინტერესო საკითხებზე, ასევე, გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები. ღონისძიებას ესწრებოდნენ: ასსპა-ს წევრი კომპანიის – „შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ – გოლდენ სიი“-ის დირექტორი ლეილა გოგიტიძე და ბათუმის პროფესიული სასწავლებლის – „ბლექსის“ დირექტორი გიორგი გოგიტიძე.

მეტი სიახლისათვის გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდები:
ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/GoldenSea444?mibextid=LQQJ4d
ინსტაგრამ გვერდი: https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fwww.instagram.com%2F_u%2Fstudyatgoldensea%3Ffbclid%3DIwAR1PIJ8cuUf6uS57OqjYtqgB5ZwAtrNNdOKfIOB83iQLiCWDC1Y2LmI9lJk&h=AT2UtqjuD6X4b-bZ4AlJQF3HqgUep0Ev5luMJDKXM8sgfiHAS1JRaOTjyxHtFCDRw6zVjNWG9hwaP-VrxI1RTjbTn7RI60anjZvoKUFFGkO4htZ40wpkpiO1HM6OW1P6Ezun9U5mey_WcYBy

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *