„კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2019″

„კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2019 – ბიზნესი მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერად” ბიზნესდაჯილდოება გაიმართა. ხარისხიანი განათლების ნომინაციაზე, არაფორმალური დუალური სწავლების პროგრამის განმახორციელებელი, ასსპა-ს წევრი კომპანია „გოლდენ სიი“ იყო წარდგენილი, ხოლო ასსპა-ს წევრი კომპანია „ევრო 2000“ ნომინაციაზე – „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის“. ბიზნესდაჯილდოების ფარგლებში „შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ გოლდენ სიის“ დირექტორი ლეილა გოგიტიძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს შეხვდა. ისინი არაფორმალური დუალური განათლების სფეროში სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და ამ მიზნით ივლისში, ბათუმში, განმეორებით შეხვედებიან.
ღონისძიება თბილისში არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ ორგანიზებით გაიმართა და მასში 42 ნომინირებული კომპანია მონაწილეობდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *