Sheraton 26.02.19

დამსაქმებელთა და საერთაშორისო განათლების ფორუმი <<<
დღეს, სასტუმრო „შერატონში“, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ორგანიზებით, გაიმართა „დამსაქმებელთა და საერთაშორისო განათლების ფორუმი’. მასში ასამდე ორგანიზაცია მონაწილეობდა, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან. წარმოდგენილი იქნა პრეზენტაციები და გაიმართა დისკუსია დასაქმების ბაზრის გამოწვევებზე.
„დამსაქმებელთა და საერთაშორისო განათლების ფორუმი’ არის ყოველწლიური ღონისძიება. ფორუმი საშუალებას აძლევს საზღვაო სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს გააცნონ ერთმანეთს სფეროს სიახლეები, მოთხოვნები და გამოწვევები. ახალგაზრდებს კი აქვთ შესაძლებლობა ერთ სივრცეში გაიცნონ ყველა ის ორგანიზაცია და მათგან მიიღონ საჭირო ინფორმაცია, რომლებიც მათ დასაქმებაში დაეხმარებიან.
 “დამსაქმებელთა და საერთაშორისო განათლების ფორუმზე’ შპს შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ-„გოლენ სიი-ს“ დირექტორმა ლეილა გოგიტიძემ, ორგანიზაციის საქმიანობის პრეზენტაცია წარადგინა და საზღვაო სფეროში მომუშავე კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
მეტი სიახლისათვის გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდები:
ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/GoldenSea444?mibextid=LQQJ4d
ინსტაგრამ გვერდი: https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fwww.instagram.com%2F_u%2Fstudyatgoldensea%3Ffbclid%3DIwAR1PIJ8cuUf6uS57OqjYtqgB5ZwAtrNNdOKfIOB83iQLiCWDC1Y2LmI9lJk&h=AT2UtqjuD6X4b-bZ4AlJQF3HqgUep0Ev5luMJDKXM8sgfiHAS1JRaOTjyxHtFCDRw6zVjNWG9hwaP-VrxI1RTjbTn7RI60anjZvoKUFFGkO4htZ40wpkpiO1HM6OW1P6Ezun9U5mey_WcYBy

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *