დუალური სწავლების მოდელი

საქართველოში ტურიზმის გაუმჯობესების ერთ-ერთი ხელშემწყობი საშუალება მომსახურებაა, დუალური სწავლების მოდელი კი მომსახურების დონის გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

დუალური სწავლება – სწავლების გერმანული მოდელია, რაც დამსაქმებლის მეთვალყურეობით თეორიისა და პრაქტიკის ერთდროულ ჩართულობას გულისხმობს. დუალური სწავლების პირობებში სტუდენტი თავსდება იმ სივრცეში, იმ სპეციალობითა და იმ დამსაქმებელთან, სადაც შემდგომში აპირებს დასაქმებას, რის შედეგად ვიღებთ მაღალი კვალიფიკაციის კადრს.

სწავლების დუალური სისტემა გვაძლევს საშუალებას, სასწავლო სივრცედ სამუშაო სივრცე ავირჩიოთ, ამ მხრივ თვითონ დამსაქმებელი უზრუნველყოფს სტუდენტების სამუშაო სივრცის კეთილმოწყობასა და სასწავლო პროცესის ხარისხიან მომზადებას. მსგავსი მიდგომა საუკეთესო შედეგის მომტანია ორივე მხარისთვის – დამსაქმებლისა და დაინტერესებულისთვის.
მეტი სიახლისათვის გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდები:
ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/GoldenSea444?mibextid=LQQJ4d
ინსტაგრამ გვერდი: https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fwww.instagram.com%2F_u%2Fstudyatgoldensea%3Ffbclid%3DIwAR1PIJ8cuUf6uS57OqjYtqgB5ZwAtrNNdOKfIOB83iQLiCWDC1Y2LmI9lJk&h=AT2UtqjuD6X4b-bZ4AlJQF3HqgUep0Ev5luMJDKXM8sgfiHAS1JRaOTjyxHtFCDRw6zVjNWG9hwaP-VrxI1RTjbTn7RI60anjZvoKUFFGkO4htZ40wpkpiO1HM6OW1P6Ezun9U5mey_WcYBy

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *