დასაქმების სააგენტო და “გოლდენ სიი”

დღეს აჭარის დასაქმების სააგენტომ საზოგადოებრივ კოლეჯ ახალ ტალღასთან ერთად სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა შეაჯამა.

✅ დასაქმების ხელშეწყობისა და სამუშაო გამოცდილების მიღების მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის აჭარის დასაქმების სააგენტომ წელს, პირველად საპილოტე პროგრამა – “სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობა“ განახორციელა.

✅ პროგრამა განხორციელდა სპეციალურად სტუდენტებისთვის შემუშავებული მოკლევადიანი სასწავლო მოდულით, რომელიც მოიცავდა: თეორიულ და პრაქტიკულ კურსს პროფესიული მიმართულებით; უცხო ენის (ინგლისური, რუსული, თურქული) ცოდნის დონის ამაღლებას პროფესიისათვის საჭირო ტერმინოლოგიით და სამუშაო გამოცდილების მიღებას საწარმოო პრაქტიკის უზრუნველყოფის გზით.

✅ პროგრამა დაასრულა 35-მა სტუდენტმა, რომელთაგანაც 57 % კურსის დასრულებისთანავე დასაქმდა.

✅ ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებს კვალიფიკაციის დამდასტურებელი ორენოვანი სერთიფიკატები გადაეცათ.

✅პროგრამა წარმატებით არ განხორციელდებოდა, რომ არა პარტნიორი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობა. გაწეული თანამშრომლობისთვის დასაქმების სააგენტო მადლობას უხდის ,,შავი ზღვის სერთაშორისო კოლეჯ “გოლდენ სიი”-ს International College ,,Golden Sea” , წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ბათუმის სასულიერო სემინარიას და სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი “ახალი ტალღა”ს
მეტი სიახლისათვის გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდები:
ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/GoldenSea444?mibextid=LQQJ4d
ინსტაგრამ გვერდი: https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fwww.instagram.com%2F_u%2Fstudyatgoldensea%3Ffbclid%3DIwAR1PIJ8cuUf6uS57OqjYtqgB5ZwAtrNNdOKfIOB83iQLiCWDC1Y2LmI9lJk&h=AT2UtqjuD6X4b-bZ4AlJQF3HqgUep0Ev5luMJDKXM8sgfiHAS1JRaOTjyxHtFCDRw6zVjNWG9hwaP-VrxI1RTjbTn7RI60anjZvoKUFFGkO4htZ40wpkpiO1HM6OW1P6Ezun9U5mey_WcYBy

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *