,,ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი”
დღეს 26 ივნისს ერთის მხრივ,შპს შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ,,გოლდენ სიი”-ს მისი დირექტორის ლეილა გოგიტიძის სახით და მეორეს მხრივ, სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ხულოს ,,რესურსცენტრი”-ის უფროსი ედუარდ მიქელაძის სახით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ვისწრაფით რა ხელი შევუწყოთ რეგიონში პროფესიონალი კადრების მომზადებასა და აჭარის მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობას,რომლის მიღწევაშიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები.კოლეჯსა და სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ხულოს ,,რესურსცენტრს” შორის კოორდინერებული მოქმედება უზრუნველყოფს მოსახლეობის ყველა ფენის პროფესიული და პიროვნული განვითარებისათვის საჭირო თანაბარი პირობების შექმნას,მათი დასაქმებისა ან/და თვითდასაქმების პერსპექტივით. ასევე პროფორიენტაციის მიზნით შეხვედრა შედგა ხულოს რაიონის სკოლის დირექტორებთან,სადაც დაიგეგმა სამომავლოდ აქტიურად ჩართვა მაღალმთიანი რეგიონის სკოლის მოსწავლეების პროფესიულ სწავლებაზე დუალური მიდგომებით.
მეტი სიახლისათვის გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდები:
ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/GoldenSea444?mibextid=LQQJ4d
ინსტაგრამ გვერდი: https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fwww.instagram.com%2F_u%2Fstudyatgoldensea%3Ffbclid%3DIwAR1PIJ8cuUf6uS57OqjYtqgB5ZwAtrNNdOKfIOB83iQLiCWDC1Y2LmI9lJk&h=AT2UtqjuD6X4b-bZ4AlJQF3HqgUep0Ev5luMJDKXM8sgfiHAS1JRaOTjyxHtFCDRw6zVjNWG9hwaP-VrxI1RTjbTn7RI60anjZvoKUFFGkO4htZ40wpkpiO1HM6OW1P6Ezun9U5mey_WcYBy