აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით საქართველოს ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარის ა.რ. რესპუბლიკაში ტარიელ გიორგაძე რეგიონში მოქმედი პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრაზე პროფესიული კოლეჯის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებიც მათ მუშაობაში ხელშემშლელ ფაქტორებს წარმოადგენენ.
პრობლემები პირობითად დაიყო 2 ჯგუფად: პროფესიული კოლეჯებსა და დამსაქმებელ კომპანიებს შორის ურთიერთობები და პროფესიული სასწავლებლების ის პრობლემები, რომელიც ცალკეულ სახელისუფლებო ორგანოებს უკავშირდება.
გადაწყდა, რომ შესაძლებლობებისა და კანონის ფარგლებში პირველი პრობლემების მოგვარებაზე აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა იზრუნებს, ხოლო მეორის გადაწყვეტაზე ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი იმუშავებს.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას ასსპა-ს თავმჯდომარის მოადგილეები: თამაზ თურმანიძე და ასლან ლორთქიფანიძე იღებდნენ.
მეტი სიახლისათვის გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდები:
ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/GoldenSea444?mibextid=LQQJ4d
ინსტაგრამ გვერდი: https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fwww.instagram.com%2F_u%2Fstudyatgoldensea%3Ffbclid%3DIwAR1PIJ8cuUf6uS57OqjYtqgB5ZwAtrNNdOKfIOB83iQLiCWDC1Y2LmI9lJk&h=AT2UtqjuD6X4b-bZ4AlJQF3HqgUep0Ev5luMJDKXM8sgfiHAS1JRaOTjyxHtFCDRw6zVjNWG9hwaP-VrxI1RTjbTn7RI60anjZvoKUFFGkO4htZ40wpkpiO1HM6OW1P6Ezun9U5mey_WcYBy