იწყება გიმნაზიელების მიღება პროფესიული დასაქმების პროგრამებზე !
2020 წლის 31 ივლისს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლასა და შავი ზღვის საერთაშორისო, პროფესიულ კოლეჯ „გოლდენ სიის“ შორის, რომლის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, დაინტერესების შემთხვევაში , სასკოლო სასწავლო პროცესის პარალელურად შეიძინონ პროფესიული უნარები.
ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა ერთ-ერთი პირველი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა აჭარაში, რომელმაც გამოთქვა სურვილი პროფესიულ კოლეჯ „გოლდენ სიი“-სთან თანამშრომლობით მისცეს თავის მოსწავლეებს და დაინტერესებულ პირებს პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობა სრულიად უფასოდ.
უღრმეს მადლობას მოვახსენებთ კოლეჯს და, განსაკუთრებით მის დირექტორს, ქალბატონ ლეილა გოგიტიძეს ამ შესაძლებლობისთვის!
ძვირფასო X-XI-XII კლასების მოსწავლეებო! ამ ეტაპზე ამოქმედდება 3 პროგრამა :
1. კომპიუტერული ტექნოლოგიები/პროგრამირება;
2. მზარეული.
3. ბუღალტერია.
თუ გსურთ სწავლა, უახლოეს დღეებში მიმართეთ სკოლის კანცელარიას განაცხადის შესავსებად!
გისურვებთ წარმატებებს!
მეტი სიახლისათვის გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდები:
ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/GoldenSea444?mibextid=LQQJ4d
ინსტაგრამ გვერდი: https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fwww.instagram.com%2F_u%2Fstudyatgoldensea%3Ffbclid%3DIwAR1PIJ8cuUf6uS57OqjYtqgB5ZwAtrNNdOKfIOB83iQLiCWDC1Y2LmI9lJk&h=AT2UtqjuD6X4b-bZ4AlJQF3HqgUep0Ev5luMJDKXM8sgfiHAS1JRaOTjyxHtFCDRw6zVjNWG9hwaP-VrxI1RTjbTn7RI60anjZvoKUFFGkO4htZ40wpkpiO1HM6OW1P6Ezun9U5mey_WcYBy