ქართული ტკბილეულის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის, და ქართულ გასტრონომიაში განსაკურებული ადგილი აქვთ.
🍇ჩურჩხელა, ჯანჯუხა — ქართული ტკბილეული, ნიგვზის ან თხილის ნატეხები, ამოვლებული თათარაში (ყურძნის წვენისგან დამზადებული ტკბილი ფაფა).
🥮 ნაზუქი — ქართული ტკბილი პური, რომელიც ფორმით პატარა დედასპურს წააგავს. მზადდება საფუვრიანი ცომისაგან, რძით, თაფლითა და კვერცხით. ქართლში მას სააღდგომოდ, პასქების ნაცვლად აცხობენ.
🍯 ქართული გოზინაყი — საახალწლო ტკბილეული, თაფლში მოხარშული ნიგვზით (იშვიათად ნუში ან თხილი). ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნუგბარი ქართულ გასტრონომიულ ტრადიციაში.
🍑 ჩირი — საზამთროდ გამხმარი ხილი: ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ატამი, ლეღვი და სხვა. ძველად მას ან ძაფზე აცმულს ახმობდნენ, ან თონეში და ფურნეში. ჩირი სასარგებლო იყო როგორც საზამთრო საჭმელად, ასევე სამკურნალოდ.
რომელია თქვენი საყვარელი ტკბილეული?💛