შპს – ,,შავი ზღვის საერთაშორისო სასწავლებელ გოლდენ სიისა“ და სსიპ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს შორის 2024 წლის 18 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, (ელექტრონული ტენდერი – NAT240005542), ხელშეკრულების საგანია: „სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების 40 სტუდენტისათვის პრაქტიკული და შრომითი უნარების განვითარება, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება და სატრენინგო მომსახურება.
პროგრამის ფარგლებში სასწავლო პროგრამები 90 საათისგან შედგება. აქედან: 70 საათი სტუდენტის პრაქტიკას და სწავლებას ეთმობა საწარმოო სივრცეში, ადგილობრივი მენტორების ხელმძღვანელობით, ხოლო 20 საათი – სასწავლებელში, ზოგადი უნარების
ტრენინგებს.
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მოსარგებლეთა ორ კომპონენტში მომზადება: პრაქტიკული უნარების განვითარება ძირითადი პროფესიის შესაბამისად, სავარაუდო სპეციალობებია: სამართალმცოდნეობა, ფსიქოლოგია, ეკონომიკა… ქვეპროგრამის ფარგლებში მეორე კომპონენტი: შრომითი უნარების განვითარება – სავარაუდო პოზიციებია: მიმტანი, მიღება განთავსების სპეციალისტი, ბართენდერი/დამხმარე, მოლარე…