ა.ა.რ დასაქმების სააგენტოსა და “გოლდენ სიის” დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა

შპს – ,,შავი ზღვის საერთაშორისო სასწავლებელ გოლდენ სიის“ სსიპ – აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს შორის 2024 წლის 10 აპრილს
გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ელექტრონული ტენდერი
NAT23000873) რაც მოიცავს: სამუშაოს მაძიებელთა დასაქმებაზე ორიენტირებული
პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების
გზით. სწავლება განხორციელდება მოკლევადიანი ინტენსიური სასწავლო მოდულით
რეალურ სამუშაო გარემოში.

პროექტის ფარგლებში მიმართულებები მრავალფეროვანია: სასტუმრო
მომსახურება: დასუფთავების დეპარტამენტი, მიღება განთავსების დეპარტამენტი, სპა
დეპარტამენტი და სხვა., სარესტორნო მომსახურება: სამზარეულო, ბარი, დარბაზი და
სხვა.


პროექტის ფარგლებში კომპანიის მიერ გამოყოფილია სასწავლო
ხელძღვანელი/მენტორი, ვინც უწევს ორგანიზებას მოსარგებლეს ობიექტზე სწავლებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *