🤝 ბათუმში გაიმართა დასაქმების ფორუმი- 2023
🔸 აჭარის დასაქმების სააგენტოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით , “შერატონ ბათუმში” დასაქმების ფორუმი გაიმართა.
🔸 ფორუმს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ღონისძებას ასევე ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობის და დასაქმების ხელშეწყობის სახელწმიფო სააგენტოს წარმომადგენლები.
🔸 ფორუმზე წარმოდგენილი იყო 70 -ზე მეტი მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი 2 000-მდე ვაკანსიით.
🔸 ფორუმი სამუშაოს მაძიებელს შესაძლებლობას აძლევს შეხვდეს დამსაქმებლებს, გაესაუბროს სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოაჩინონ საკუთარი უნარები პირდაპირი კომუნიკაციის გზით. წელს პირველად, კომპანიების გარდა, საინფორმაციო სტენდების საშუალებით, საკუთარ სერვისებსა და პროგრამებს მოქალაქეებს სახელმწიფო უწყებებმაც გააცნეს.
🔸 დასაქმების ფორუმი აჭარის რეგიონში ყოველწლიურად იმართება. ფორუმი 26 აპრილს პანელური შეხვედრით გაიხსნა და დღეს ოფიციალურად დასრულდა.
მეტი სიახლისათვის გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდები:
ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/GoldenSea444?mibextid=LQQJ4d
ინსტაგრამ გვერდი: https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fwww.instagram.com%2F_u%2Fstudyatgoldensea%3Ffbclid%3DIwAR1PIJ8cuUf6uS57OqjYtqgB5ZwAtrNNdOKfIOB83iQLiCWDC1Y2LmI9lJk&h=AT2UtqjuD6X4b-bZ4AlJQF3HqgUep0Ev5luMJDKXM8sgfiHAS1JRaOTjyxHtFCDRw6zVjNWG9hwaP-VrxI1RTjbTn7RI60anjZvoKUFFGkO4htZ40wpkpiO1HM6OW1P6Ezun9U5mey_WcYBy