სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, რეგიონებში ქალთა გაძლიერების პრინციპებისა და მათი კერძო სექტორში დანერგვის თაობაზე საინფორმაციო სესიები გრძელდება.
მორიგი შეხვედრა ამჯერად, ,,ჰილტონ ბათუმში’’ გაიმართა, სადაც ექსპერტმა გენდერის საკითხებში, დიანა ხომერიკმა, გენდერული თანასწორობის მიმართულებით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. ასევე კომპანიების წარმომადგენლებს ქალთა გაძლიერების პრინციპები და მათი კომპანიაში დანერგვის საჭიროება გააცნო.
პალატის რეგიონულმა წარმომადგენელმა, ეკატერინე თარგამაძემ იმ დახმარებასა და მხარდაჭერაზე ისაუბრა, რომელსაც პალატა ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერ კომპანიებს გაუწევს.
,,ჰილტონ ბათუმის’’ ლიდერობისა და ტალანტების განვითარების მენეჯერმა, ხათუნა ბოლქვაძემ სესიის მონაწილეებს ქალთა გაძლიერების მიმართულებით „ჰილტონის“ მიერ განხორციელებული აქტივობები და პროგრამები გააცნო. აღსანიშნავია, რომ „ჰილტონ ბათუმი“ უახლოს მომავალში გახდება ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი.
ქალთა გაძლიერების პრინციპების ერთ-ერთი ხელმომწერი კომპანიის, სკოლა “ევრო-2000”-ის წარმომადგენელმა, ელენე კალანდაძემ, კერძო სექტორის წარმომადგენლებს სკოლის გამოცდილება და ქალთა გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები გააცნო.
შეხვედრას ადგილობრივი კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პალატა მარტში კიდევ ორი საინფორმაციო სესიის ჩატარებას გეგმავს.
სესიები გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ (JAWE) ფარგლებში ხორციელდება. სავაჭრო-სამრეწველო პალატა პროექტში 2019 წლის ოქტომბერში ჩაერთო. გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და პალატის თანამშრომლობის მიზანია კერძო სექტორში ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. პროექტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
მეტი სიახლისათვის გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდები:
ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/GoldenSea444?mibextid=LQQJ4d
ინსტაგრამ გვერდი: https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fwww.instagram.com%2F_u%2Fstudyatgoldensea%3Ffbclid%3DIwAR1PIJ8cuUf6uS57OqjYtqgB5ZwAtrNNdOKfIOB83iQLiCWDC1Y2LmI9lJk&h=AT2UtqjuD6X4b-bZ4AlJQF3HqgUep0Ev5luMJDKXM8sgfiHAS1JRaOTjyxHtFCDRw6zVjNWG9hwaP-VrxI1RTjbTn7RI60anjZvoKUFFGkO4htZ40wpkpiO1HM6OW1P6Ezun9U5mey_WcYBy