>>> ასსპა-ში ტრენინგ-სემინარი „ევროკავშირი – ახალი შესაძლებლობები“ ჩატარდა<<<
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ინიციატივით, აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ადგილობრივი მეწარმეებისთვის და ფერმერებისთვის ტრენინგ-სემინარი „ევროკავშირი – ახალი შესაძლებლობები“ ჩატარდა. გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა და დისკუსია აგრო-სფეროში ჩართულ მოქალაქეებთან, ადგილობრივ ფერმერებთან, მეწარმეებთან და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან DCFTA საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობას იღებდნენ ის ადგილობრივი მეწარმეები, რომლებმაც უკვე ისარგებლეს ევროკავშირის დახმარების პროგრამებით და დამსწრე საზოგადოებას გააცნეს პირადი წარმატების ისტორიები. ღონისძიებაზე განიხილეს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერა“ საკითხები.
მომხსენებლები იყვნენ: თამაზ შავაძე – აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე, ასლან ლორთქიფანიძე – აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე, აჭარის მცირე და საშუალო ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე; ვახტანგ კონცელიძე – UNDP “სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში ENPARD 3” პროექტის კოორდინატორი აჭარაში; ეკატერინე თარგამაძე – DCFTA საინფორმაციო ცენტრის ბათუმის ოფისის ექსპერტი; მაყვალა კვირიკაძე – აჭარის ქალ-ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე; ირმა გაბინაშვილი – აჭარაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური წარმომადგენელი; ნინო გაბრიაძე – წარმატებული დამწყები მეწარმე.
ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროსა და აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და DCFTA საინფორმაციო ცენტრის ბათუმის ოფისთან თანამშრომლობით, „ევროპის დღეების“ ფარგლებში განხორციელდა.
ევროპის დღეები მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით გაგრძელდება აჭარის რეგიონში. პარტნიორ ორგანიზაციებთან და უწყებებთან ერთად დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის შემეცნებითი, საგანმანათლებლო, სპორტული, კულტურული და სანახაობრივი ღონისძიება, მათ შორის საინფორმაციო შეხვედრა რეგიონის ფერმერებთან, მეწარმეებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, შეხვედრები სოფლების მოსახლეობასთან, სტუდენტებთან, მასშტაბური ღონისძიება „ევროპის დღე ქობულეთში“ , ესეების კონკურსი „ევროპა ჩემთვის არის“, პიარ-აქცია ახალგაზრდების ჩართულობით, საზაფხულოს სკოლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სხვა.
სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 2019 წელს უკვე მეშვიდედ ახორციელებს ევროპის დღეებს, რომლის მიზანიც არის საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისა და აღნიშნულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობის შესახებ.
მეტი სიახლისათვის გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდები:
ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/GoldenSea444?mibextid=LQQJ4d
ინსტაგრამ გვერდი: https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fwww.instagram.com%2F_u%2Fstudyatgoldensea%3Ffbclid%3DIwAR1PIJ8cuUf6uS57OqjYtqgB5ZwAtrNNdOKfIOB83iQLiCWDC1Y2LmI9lJk&h=AT2UtqjuD6X4b-bZ4AlJQF3HqgUep0Ev5luMJDKXM8sgfiHAS1JRaOTjyxHtFCDRw6zVjNWG9hwaP-VrxI1RTjbTn7RI60anjZvoKUFFGkO4htZ40wpkpiO1HM6OW1P6Ezun9U5mey_WcYBy