>>> საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: “ბათუმის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა და ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები” <<<,
19 დეკემბერს, სასტუმრო „რედისონში“, აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული ქალ ბიზნესმენთა ასოციაციამ, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის პროექტის „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის“ ფარგლებში, ორგანიზება გაუწია საინფორმაციო შეხვედრას მეწარმეებთან თემაზე: “ბათუმის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა და ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები”. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა შემდეგი საკითხები:
1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა – 2018-2020 წლები“. მომხსენებელი: ბათუმის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის უფროსი – ეთერ ლომაძე;
2. “DCFTA შეთანხმება, ევროკავშირში პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა და საინფორმაციო ცენტრის ფუნქციები“. მომხსენებელი: DCFTA საინფორმაციო ცენტრის ექსპერტი – ეკატერინე თარგამაძე;
3. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები” – მომხსენებელი: აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ასლან ლორთქიფანიძე;
თითოეული წარმოდგენილი თემის შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხები და დისკუსიები.
შეხვედრას ესწრებოდნენ: მეწარმეები, ასსპა-ს თავმჯდომარე, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარაში, აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრები,
აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ასოციაციების წარმომადგენლები,მერიისა და საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს წევრები.
მეტი სიახლისათვის გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდები:
ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/GoldenSea444?mibextid=LQQJ4d
ინსტაგრამ გვერდი: https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fwww.instagram.com%2F_u%2Fstudyatgoldensea%3Ffbclid%3DIwAR1PIJ8cuUf6uS57OqjYtqgB5ZwAtrNNdOKfIOB83iQLiCWDC1Y2LmI9lJk&h=AT2UtqjuD6X4b-bZ4AlJQF3HqgUep0Ev5luMJDKXM8sgfiHAS1JRaOTjyxHtFCDRw6zVjNWG9hwaP-VrxI1RTjbTn7RI60anjZvoKUFFGkO4htZ40wpkpiO1HM6OW1P6Ezun9U5mey_WcYBy