6 დეკემბერი

6 დეკემბერს, კაფეში „გარდენსი“, დასაქმების სააგენტომ განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრთან ერთად – შშმ პირთა პროფესიული გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. შეხვედრაზე პროგრამის მონაწილეებს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

პროექტის ფარგლებში 8 შეზღუდულმა შესაძლებლობის მქონე პირმა პროფესიულ სასწავლებელთან „ახალი ტლღა“ პარტნიორობით გაიარა პროფესიული გადამზადების 200 საათიანი კურსი და დაეუფლა კულინარიის ხელოვნების, კონდიტერიის, ხის მხატვრული დამუშავების, კომპიუტერული მომსახურების, საოფისე პროგრამებისა და ვებ დიზაინერის პროფესიებს. კურსის დასრულების შემდეგ კი ჩაერთვნენ სამუშაოზე მიმაგრებული სტაჟირების პროგრამაში, რომელიც განხორციელდა ავეჯის კომპანიაში „რანდი“, სოციალურ საწარმოში „ადამიანი მოქმედებაში“, სასტუმროებში ,,ჰილტონი“ და „ეიფორია“. კურსდამთავრებულთაგან 4 პირი დასაქმდა.
მეტი სიახლისათვის გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდები:
ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/GoldenSea444?mibextid=LQQJ4d
ინსტაგრამ გვერდი: https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fwww.instagram.com%2F_u%2Fstudyatgoldensea%3Ffbclid%3DIwAR1PIJ8cuUf6uS57OqjYtqgB5ZwAtrNNdOKfIOB83iQLiCWDC1Y2LmI9lJk&h=AT2UtqjuD6X4b-bZ4AlJQF3HqgUep0Ev5luMJDKXM8sgfiHAS1JRaOTjyxHtFCDRw6zVjNWG9hwaP-VrxI1RTjbTn7RI60anjZvoKUFFGkO4htZ40wpkpiO1HM6OW1P6Ezun9U5mey_WcYBy

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *