მოგესალმებით! გაცნობებთ , რომ დღეს, 18 ოქტომბერს, ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი დაიდო სასწავლო უნივერსიტეტ-ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „გოლდენ სიის“ შორის. მემორანდუმის ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „გოლდენ სიის“ მზარეულის სპეციალობის სტუდენტებს ჩაუტარდებათ ტრენინგ-კურსი მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრში, რის შედეგადაც საშუალება მიეცემათ დასაქმდნენ სხვადასხვა ტიპის გემებზე თავიანთი სპეციალობით.