ჩვენი საქმიანობა

დუალური სწავლების შესახებ იდეა 2013 წელს დამებადა, მაშინ სასწავლო მივლინებით გერმანიის ქალაქ გარმიშში ვიყავი, სადაც თანმიმდევრულ თარგმანს (ინგლისური, რუსული) ვსწავლობდი ევროპის ენების სასწავლო ცენტრში.

სულ ექვსი სტუდენტი ვიყავით სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ერთ-ერთი ქალბატონი ამერიკის საელჩოდან, წარმოშობით ნორვეგიელი. ერთ დღეს ის სკაიპით შვილს ესაუბრებოდა, ვიცოდი, რომ მისი შვილი სწავლობდა პროფესიულ კოლეჯში, თუმცა შევნიშნე, რომ სამზარეულოში იმყოფებოდა და ვიკითხე სწავლასა და მუშაობას ერთმანეთთან როგორ ათავსებდა. როგორც ქალბატონმა ამიხსნა, მისი შვილი სწავლის პარალელურად სამზარეულოში პრაქტიკასაც გადიოდა. ზუსტად ეს იყო დუალური სწავლების მოდელი.

ლეილა გოგიტიძე – შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „გოლდენ სიი“-ის დირექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ლინგვისტი

ჩვენს კოლეჯს შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯი „გოლდენ სიი“ ჰქვია და ჩვენი დევიზი არის: ცოდნა სიმდიდრეა!

კოლეჯში სწავლის მსურველები მიიღებიან გამოცდების გარეშე, მეცხრე კლასის დასრულების საბუთისა და, საჭიროების შემთხვევაში, მშობლის თანხმობის დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე.

რაც შეეხება სწავლის საფასურს, რაც ყოველთვიურად 200 ლარია. ეს თანხა  ხმარდება დუალური სისტემის განვითარებას ჩვენს რეგიონში, შენობისა და სტუდენტების ორგანიზაციულ ხარჯებს. კურსების დასრულების შემდეგ სტუდენტები იღებენ ორენოვან – ქართულსა და ინგლისურ – სერტიფიკატს.

ამჟამად კოლეჯში 300 მდე კურსდამთავრებულია, მათგან 90% კი დასაქმებულია.

სტუდენტები „კოლიზეუმ მარინაში“ შეფმზარეულის მეთვალყურების ქვეშ გადიან სასწავლო პრაქტიკას

კოლეჯის გეგმები

კოლეჯი სამომავლოდ რამდენიმე პროექტის განხორციელებას გეგმავს, მათ შორის საერთაშორისო გაცვლით პროგრამებსა და თანამშრომლობას უცხოურ მსხვილ კომპანიებთან.

ბათუმის საერთაშორისო კოლეჯი „გოლდენ სიი“-ის სტუდენტები სასტუმრო „მარინა კოლიზეუმის“ სამზარეულოში.

ვისაც სურს მიიღოს განათლება და პარალელურად დასაქმდეს, შეუძლია მოგვმართოს ნებისმიერ დროს. ჩვენი კოლეჯი აგრძელებს მსურველთა მიღებას ყოველთვიურ რეჟიმში.

ჩვენ გვაქვს სამომავლო გეგმებიც, რაც ევროპისა და სხვა ქვეყნების კერძო, თუ საჯარო უწყებებთან თანამშრომლობას გულისხმობს. დაწვრილებით ამის შესახებ საზოგადოებას შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ ვაცნობებთ.

მისამართი: ბათუმი დ. თავდადებულის ქ.  49

ელ ფოსტა: Batumigoldensea@gmail.com; Leila.gogitidze@gmail.com.