„კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო-2019″

„კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2019 – ბიზნესი მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერად” ბიზნესდაჯილდოება გაიმართა. ხარისხიანი განათლების ნომინაციაზე, არაფორმალური დუალური სწავლების პროგრამის განმახორციელებელი, ასსპა-ს წევრი კომპანია „გოლდენ სიი“ იყო წარდგენილი, ხოლო ასსპა-ს წევრი კომპანია „ევრო 2000“ ნომინაციაზე – „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის“. ბიზნესდაჯილდოების ფარგლებში „შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ გოლდენ სიის“ დირექტორი ლეილა გოგიტიძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს შეხვდა. ისინი არაფორმალური დუალური განათლების სფეროში სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და ამ მიზნით ივლისში, ბათუმში, განმეორებით შეხვედებიან.
ღონისძიება თბილისში არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ ორგანიზებით გაიმართა და მასში 42 ნომინირებული კომპანია მონაწილეობდა.მეტი სიახლისათვის გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდები:
ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/GoldenSea444?mibextid=LQQJ4d
ინსტაგრამ გვერდი: https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fwww.instagram.com%2F_u%2Fstudyatgoldensea%3Ffbclid%3DIwAR1PIJ8cuUf6uS57OqjYtqgB5ZwAtrNNdOKfIOB83iQLiCWDC1Y2LmI9lJk&h=AT2UtqjuD6X4b-bZ4AlJQF3HqgUep0Ev5luMJDKXM8sgfiHAS1JRaOTjyxHtFCDRw6zVjNWG9hwaP-VrxI1RTjbTn7RI60anjZvoKUFFGkO4htZ40wpkpiO1HM6OW1P6Ezun9U5mey_WcYBy

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *