შუახევის რეგიონი,პროფორიენტაცია

#ისწავლეGOLDENSEAში 2017 წლის 12 ივნისს შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ ,,გოლდენ სიი” -ს დირექტორი ლეილა გოგიტიძე და დირექტორის თანაშემწე ლიკა შუშანიძე პროფორიენტაციის მიზნით იმყოფებოდნენ შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტში,სადაც შეხვედრები გაიმართა შუახევისა და ხულოს რესურსცენტრის უფროსებთან ედუარდ გოგრაჭაძესთან,ედუარდ მიქელაძესთან და სკოლის დირექტორებთან.კოლეჯის დირექტორი ქალბატონი ლეილა გოგიტიძე დაესწრო ხულოში თეატრის საიუბილეო ღონისძიებას,სადაც საქმიანი საუბრები შედგა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრ ინგა შამილიშვილთან,ავტონომიური რესპუბლიკის შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან დუალური სწავლების შესახებ. ,,ცოდნა ძალაა,ცოდნა სიმდიდრეა“ !