მემორანდუმი სასულიერო სემინარიასთან

გაცნობებთ, რომ 2017 წლის 10 ოქტომბერს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „გოლდენ სიი“-სა და “წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ბათუმის სასულიერო სემინარიას” შორის. მემორანდუმის ფარგლებში, შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯი „გოლდენ სიი“ მზადაა უსასყიდლოდ გადაამზადოს სასულიერო სემინარიის სტუდენტები რელიგიური/ისტორიული გიდის პროფესიისათვის. ამასთან, „გოლდენ სიი“ სხვადასხვა პროფილის პროფესიულ სპეციალობებსაც სთავაზობს სტუდენტებს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს როგორც სტუდენტების დასაქმებას, ასევე ქვეყნის ფარგლებში კვალიფიციური ისტორიულ/რელიგიური გიდების არსებობის უზრუნველყოფას.