პარტნიორები

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ადმინისტრაციამ სტუდენტებს სასწავლებლად სპეციალური სივრცე გამოუყო, სადაც ისინი თეორიულ ნაწილს გადიან და უზრუნველყოფილნი არიან დაფით, კომპიუტერებითა და სახელმძღვანელოებით. სტუდენტებს ინფოტური სასტუმროს ყველა დეპარტამენტში ჩაუტარდათ, თითოეულის შესწავლა მათთვის აუცილებელია.

სასტუმრო საქმის წარმოება მოითხოვს უცხო ენის ცოდნას. გვყავს სპეციალისტები ინგლისური ენის მიმართულებით, 3 თვის განმავლობაში ინტენსიური კურსი მიმდინარეობდა სასტუმროს კუთხითა და სასაუბრო ენის განსავითარებლად.

ინგლისური ენის კურსებს მაღალი შედეგი მალევე მოჰყვა: რამდენიმე დღეა, რაც გიდების მომზადების გრანდიოზული პროექტი დავძარით (სასწავლო პროცესს უძღვება ექსკურსიამძღოლი – ტრენერი ლალი ჩაგანავა), სტუდენტებს პირველ დღესვე ჩაუტარდათ ინფოტური ქალაქსა და ბოტანიკურ ბაღში. ტურები ინგლისურსა და რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. მეორე დღეს სტუდენტები ტურისტებთან პრაქტიკაზე გავიყვანეთ, რასაც კარგად გაართვეს თავი.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ სტუდენტებისთვის სპეციალური სასწავლო სივრცეა მოწყობილი, სადაც პრაქტიკასთან ერთად თეორიულ სწავლებასაც გადიან სტუდენტები. სასწავლო პროცესს უძღვება გაყიდვებისა და რეზერვაციის მენეჯერი ნინო მოწყობილი

 8 ივნისს ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სასტუმრო ,,JRW WELMOND”- ს და შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ ,,GOLDEN SEA”-ს შორის. მემორანდუმის ფარგლებში კოლეჯის სტუდენტები ისწავლიან და სტაჟირებას გაივლიან სასტუმროში . სასწავლო პროცესი წარიმართება დუალური სწავლების პრინციპით . სტუდენტებს დაენიშნათ 200 ლარი სტიპენდია. ამავდროულად სრული კურსის დამთავრების შემდეგ ისინი დასაქმდებიან.  Ekrem Hamdi Çakir დიანა აბაშიძე Alper Pınar