მიღება 2018-2019

კოლეჯში არ რის მისაღები გამოცდები!

შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯი ,,გოლდენსიი” მიღებისა და დასაქმების ახალ ტალღას იწყებს და აცხადებს მიღებას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • ბაგა – ბაღის აღმზრდელი – პედაგოგი
  • ბართენდერი
  • ფილამწყობი
  • ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა
  • კომპიუტერული ქსელი და სისტემები
  • კონსულტანტ-გამყიდველი
  • მასაჟისტ-რეაბილიტატორი
  • მღებავი
  • საოფისე საქმე
  • სარესტორნო მომსახურება
  • სასტუმრო მომსახურება
  • საფინანსო სერვისები
  • ღონისძიების ორგანიზება
  • თმის სტილისტი
  • მზარეული
  • კონდიტერი
  • გიდი
  • ელექტრიკოსი
  • ბუღალტერი
  • სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი

კოლეჯში სტუდენტები რამდენიმე მიმართულებას სწავლობენ. გვაქვს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი პროგრამები, მაგალითად, მასაჟისტისა და გიდის მოსამზადებელი კურსები მოკლევადიანი პროგრამებია, რომელთა ხანგრძლივობა  3 თვეა, ხოლო დანარჩენი ყველა – გრძელვადიანია და 9 თვეს გრძელდება. ამჟამად მოკლევადიანი მასაჟის პროგრამა უკვე დასრულებულია, გრძელვადიანი პროგრამის პირველ გამოშვებას კი, ოქტომბრის შუა რიცხვებში ველოდებით.

კოლეჯს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რამდენიმე მსხვილ სასტუმრო ქსელთან აქვს გაფორმებული. მათ შორის „კოლიზეუმ მარინასა“ და „პიაცასთან“ – მზარეულების გადამზადების მიმართულებით (სასწავლო პროცესს უძღვებიან: შეფმზარეულები – ჯონი მჟავანაძე და ლევან გოგიტიძე) სასტუმრო „ლეოგრანდთან“ – სასტუმროს საქმისმწარმოებლის სპეციალობით (სასწავლო პროცესს უძღვება გაყიდვებისა და რეზერვაციის მენეჯერი ნინო მოწყობილი) „რედისონ ბლუში“ (სასწავლო პროცესს უძღვება შეფმზარეული ფატიჰ ილაზი) „პრივეტ ბათუმში“, „გრანდ დრილში“,  “პიერ ბათუმსა“ და “ბათუმი პარკში“.

სასწავლო პრაქტიკა უშუალოდ დასაქმების ადგილზე, სასტუმრო „პიაცა“